среда, 13 июля 2011 г.

პროექტი

     მთავარი თემა: მოვემზადოთ  მათემატიკური  ვიქტორინისათვის (ამოცანების ამოხსნა ნატურალურ რიცხვებზე მოქმედებების გამოყენებით)
     მნიშვნელობა/აქტუალობა:   მოსწავლეებს უვითარდებათ საცნობარო სასწავლო ლიტერატურის, ინტერნეტის გამოყენების უნარი.
    მიზნები და შედეგები:   მოსწავლეები ამოცანების შედგენისას  იწაფებიან  ამოცანების ამოხსნაში, პასუხის გაანალიზებაში – ისინი უნდა ცდილობდნენ, რომ მათი ამოცანება იყოს აქტუალური, საინტერესო, ორიგინალური, შეესაბამებოდეს მათი ცოდნის დონეს, იყოს დასაძლევადი და სახალისო. მოსწავლეები ამოცანების ამოხსნისას ადგენენ და ამარტივებენ ალგებრულ გამოსახულებებს.
       საგანი და პროცედურები:  მოსწავლეთა წარმატება შემოწმდება პრეზენტაციით და ჯგუფური მუშაობით  (შეფასების რუბრიკა)
        წინასწარი ცოდნა:  
·          ნატურალური რიცხვების შეკრება, შეკრების თვისებები.
·         ნატურალური რიცხვების გამოკლება.
·         ნატურალური გამრავლება, გამრავლების თვისებები.
        საწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები:    IV  და    V კლასების მათემატიკის სახელმძღვანელოები. ინტერნეტი. პრეზენტაციისათვისMicrosoft PowerPoint   პროგრამა.
      სასწავლო პროექტის მსვლელობა:   მოსწავლეებთან ერთად ვირჩევთ პროექტის თემას.
     მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად. ჯგუფებს ვანაწილებ მიზნობრივად. ყველა ჯგუფში უნდა მოხვდეს ყველა დონის მოსწავლე. ჯგუფში მვიშნავ ლიდერს, რომელიც მეთვალყურეობას გაუწევს თავის ჯგუფს.
   თითოეულ ჯგუფს ვავალებ მოიძიონ ან შეადგინონ 10-10 ამოცანა ნატურალურ რიცხვებზე  მოქმედებებით.
  პირველი ჯგუფი – შეკრერება და შეკრების თვისებები.
  მეორე ჯგუფი –  გამოკლება. 
  მესამე ჯგუფი –  გამრავლება და გამრავლების თვისებები.
  მოსწავლეთა მიერ მოძიებული ამოცანების გამოყენებით ვატარებთ ვიქტორინას ჯგუფებს შორის.
      მიზნობრივი ჯგუფი:               V     კლასისი მოსწავლეები.
      საგანი:      მათემატიკა
      პროექტის შესასრულებლად საჭირო დრო :       10 დღე. 
      პროექტის ხელმძღვანელი:   მერი ხახიშვილი           
       

Комментариев нет:

Отправить комментарий